სიახლეები



გაიცანით ფაბრიკონი!

ფაბრიკონში იქმნება პროდუქცია, რომელიც გხვდებათ არაერთი შენობის ფასადზე, სკვერში, ქუჩაში, საქართველოში უმსხვილეს ჰიპერმაკეტებსა და თქვენივე სახლშიც კი. 
ჩვენ ვქმნით ლითონის ნაკეთობებს სწორედ თქვენი სურვილიდან გამომდინარე: იქნება ეს კარი, მოაჯირი, მეტალის თარო, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, მაგიდები, დეკორაციები და სხვ.
კომპანიას ამ დროისთვის დამზადებული აქვს 4000 ტონაზე მეტი ლითონის ნაკეთობა, 18 000-ზე მეტი კარი, მოაჯირები, ინდუსტრიული მაგიდები, მეტალის მოდიფიცირებადი თაროები, ხელსაწყოების სტენდები და ა.შ.
და როგორ იქმნება პროდუქტი, რომლითაც ვამაყობთ?
გვაძლევთ იდეას, ჩვენი გუნდი კი ქმნის ნახაზებსა და პროტოტიპებს, ამზადებს პროდუქციას, ღებავს და ამონტაჟებს თქვენთვის სასურველ ადგილასა და დროს, რათა შედეგი ყოველთვის აჭარბებდეს მოლოდინს.