ფაბრიკონი ქართული კაპიტალით შექმნილი კომპანიაა, რომელიც 2016 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს მეტალის ფაბრიკაციის სფეროში. Fabricon გთავაზობთ, სხვადასხვა სირთულის მეტალის პროდუქციის დამზადებასა და მონტაჟს. გარდა ამისა, კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს პროექტირებაში, კონსტრუქციების, ნახაზებისა და პროტოტიპების შექმნაში. ჩვენს გუნდში დღეისათვის დასაქმებულია 45-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც კომპანია სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიულ განვითარებას სთავაზობს.